საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი კარიერას კვლავ ნიდერლანდების ერედივიზიონში გააგრძელებს.
"ვიტესის“ ყოფილი ფეხბურთელი როტერდამის "ექსელსიორის“ მაისურს მოირგებს – კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი და ქართველი ნახევარმცველთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"ექსელსიორის“ ტექნიკური მენეჯერი, ნილს ვან დუინენი, ეგოიანის ტრანსფერს განსაკუთრებული ემოციით გამოეხმაურა:
"ირაკლის ჩამოსვლით კმაყოფილები ვართ. „ვიტესში“ შექმნილი ვითარების გამო მას გადმოსვლის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა. ეგოიანი გუნდს თავისი შემოქმედებითა და საფეხბურთო ნიჭით ბევრს შესძენს. მან „ვიტესში“ ფანტასტიკური პირველი სეზონი ჩაატარა და აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია.
მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა, ირაკლიმ თავად გამოთქვა სურვილი, რომ ერედივიზიაში დარჩენილიყო და „ექსელსიორის“ მაისურით გაეგრძელებინა განვითარება. ვამაყობთ, რომ მან სწორედ ჩვენ აგვირჩია"
– აღნიშნა მენეჯერმა.ეგოიანის პროფესიული კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობისას დაიწყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ "ვიტესში“ იყო, სადაც მან პირველივე სეზონიდანვე მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მძიმე პერიოდი იდგა, ახალგაზრდა ქართველი მაინც გახდა იმ ნათელი წერტილი, რომელიც გულშემატკივრებს იმედს აძლევდა.
"ექსელსიორში" გადასვლით, მისი მიზანი გაცილებით ნათელია – კარიერის სტაბილურობის მოპოვება, პროგრესის გაგრძელება და ერედივიზიონში თავის დამკვიდრება. როტერდამული კლუბი კი ქართველი ფანების მოლოდინით უკვე მასზე დიდ იმედებს ამყარებს.