WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ ცდილობს აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების აკრძალვას, ე.წ. სამშობიარო ტურიზმთან ერთად.

ტრამპმა 6 აგვისტოს ხელი მოაწერა ორ ახალ ბრძანებას. მის მორიგ მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის წინა შემზღუდავი ბრძანება კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო.

დონალდ ტრამპის ორი ახალი ღმასრულებელი ბრძანებიდან ერთი კრძალავს აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები თავად არ არიან აშშ-ის მოქალაქეები, ან თუ ერთი მათგანი მაინც ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, ან მოტყუების გზით ცდილობდა ამერიკის მოქალაქეობის მიღებას, ან აშშ-ში მისი სამუშაო დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან.

მეორე ბრძანებით იკრძალება ე.წ. სამშობიარო ტურიზმი, ანუ პრაქტიკა, როცა ორსული უცხოელები აშშ-ში სპეციალურად ჩადიან იქ მშობიარობის მიზნით, რათა შვილი აშშ-ის მოქალაქე გახდეს.

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ახალი ბრძანებებიც სასამართლი დავის საგნად იქცევა.

  • აშშ-ის მოქალაქეობა ენიჭება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადება.
  • ეს უფლება განსაზღულია აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით და გამყარებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა დონალდ ტრამპმა პირველად სცადა 2025 წლის იანვარში. მაშინდელი ბრძანებით, ამერიკულ უწყებებს არ უნდა ეღიარებინათ მოქალაქეობა აშშ-ში დაბადებული იმ ბავშვების, რომელთა თუნდაც ერთი მშობელი არ არის აშშ-ის მოქალაქე, ან არ აქვს ბინადრობის უფლება.

ტრამპის გადაწყვეტილების გამო დაწყებული სასამართლო დავა მივიდა აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე, რომელმაც 2026 წლის ივნისში დაადგინა, რომ ბრანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას.

6 აგვისტოს, ახალი ბრძანებების ხელმოწერისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ცუდი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.