აშშ კიევს „პატრიოტის“ თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიას ჰპირდება და შესაძლოა, უკრაინისგან დრონები შეისყიდოს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის დარტყმებს რუსეთის სიღრმეში.
„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შესაძლოა ომის დასასრული დააჩქაროს“, – თქვა ტრამპმა.
ასევე, განაცხადა, რომ მზად იყო აშშ-ის მარაგიდან „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების გასაგზავნად, თუმცა პენტაგონის მარაგები შემცირებულია უკრაინისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარების, და ირანთან გამო.
„ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რათა თავად აწარმოოთ „პატრიოტები“. ეს საკმაოდ მაგარია. ამგვარად, ვეღარ იწუწუნებთ, რომ საკმარისს არ გაძლევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწარმოებელ კომპანიებთან ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ „აღფრთოვანებულები იქნებიან“.
ტრამპმა შეაქო უკრაინის სამხედრო მიღწევები და პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა, რომ მათ კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ ოვალურ ოფისში სკანდალური შეხვედრის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ დიდებულ დრონებს ამზადებს, თუმცა შეიძლება შეისყიდოს უკრაინისგანაც.
„ისინი ბევრ დრონს აწარმოებენ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ძალია. იაფი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ“, – მიმართა ტრამპმა ზელენსკის.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა პუტინთან საუბარი დააანონსა. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება, რაც სამშვიდობო პროცესს წაადგება. თუმცა ტრამპა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა მოსკოვში სურს, რაც არარეალისტურია. შემდეგ მან ზელენსკის ჰკითხა, წავიდოდა თუ არა მოსკოვში.
„რთული იქნება, ბევრი უკრაინული დრონია იქ და სახიფათოა“, – უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·