WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმიანება “ანტიანექსიური პლატფორმის” თანადამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე:

“ტრამპის ყველაზე დიდი დამსახურება გახლავთ იმ ილუზიების მსხვრევა, რომლითაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი აბოლებდნენ მსოფლიოს ბოლო ასი წელი. ტრამპმა, მისთვის ჩვეული უხეშობით და ხეპრე ქცევით, ფარდა ახადა მე-20 საუკუნეში შექმნილ სიცრუეს, რომ მსოფლიო ამიერიდან იმართება მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპებით. რომ გაეროში ყველა ხმა თანაბარია. რომ ქვეყნების საზღვრები დღეს ურყევი და უცვლელია. რომ საერთაშორისო სამართალი უზენაესია და ამის გარანტორები გაერო და მისი უშიშროების საბჭო არიან.

ტრამპმა მხოლოდ ჩამოხსნა ეს ცრუ ნიღაბი არსებულ რეალობას. ოდითგან სამყაროს მართავს ძალა და ძლიერთა ინტერესები. მას მერე, რაც ერთმა კრომანიონელმა მეორეს თავი გაუხეთქა ანტილოპას ბარკლისათვის ბრძოლაში, არაფერი შეცვლილა“, – წერს მამუკა გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.