ტრამპმა პუტინის შეჩერებაში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს - ზელენსკი

2 days ago 6

შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლება რუსეთთან უკრაინის 34 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის საბოლოო შედეგის განსაზღვრაში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2 იანვარს, უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჩერება უზრუნველყოს.

“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ნამდვილად აქვს საამისოდ პიროვნული თვისებები, მას შეუძლია საქმე გადაჭრით აკეთოს, "მას შესწევს პუტინის შეჩერების უნარი, ან უფრო სამართლიანად რომ ვთქვათ - მის შეჩერებაში ჩვენი დახმარების [უნარი]. მას ამის უნარი გააჩნია".

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევისთვის ახალი წლის დასაწყისში მთავარი პრიორიტეტი ფრონტის ხაზებზე სტაბილურობის მიღწევა იქნება. პუტინი კი მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს უფრთხის, რადგან ამან შესაძლოა რუსეთს დამარცხება მოუტანოს.

ტრამპი, რომელიც კრიტიკულად უყურებს შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეულ მასშტაბურ დახმარებას, ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინაში ომი არ საერთოდ არ დაიწყებოდა და რომ იქ მიმდინარე ომს ის სწრაფად და ადვილად დაასრულებს.

სრულად წაკითხვა