შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის საარჩევნო სისტემის მიმართ არსებულ საფრთხეებზე ილაპარაკა 16 აპრილს ღამით, ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
ტრამპის თანახმად, სადაზვერვო მონაცემები მიუთითებენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი ატარებდა ოპერაციას და მოიპოვა წვდომა 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის პირად მონაცემებზე, რომლებიც გამოიყენა, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობისთვის.
- 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დამარცხდა.
ტრამპი ირწმუნება, რომ ჩინეთს მისი დამარცხება სურდა მოსალოდნელი ტარიფებისა და ამერიკული არმიის გაძლიერების გამო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებითვე, ამერიკული საარჩევნო სისტემის მოწყვლადობით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ სხვა მოწინააღმდეგებსაც, მათ შორის რუსეთს და ირანს.
შესბამისი მონაცემების დამალვაში ტრამპმა დაადანაშაულა „დიპ სტეიტის"(Deep State) წარმომადგენლები ამერიკულ სპეცსამსახურებში და ეროვნული დაზვერვის სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მოსთხოვა გამოიძიონ, ვინ და რატომ დამალა ინფორმაცია, კავშირის მქონე პირები სამსახურიდან გაათავისუფლონ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან.
ჩინეთის ხელისუფლებას ტრამპის განცხადებების პასუხად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

1 week ago
33







English (US) ·
Georgian (GE) ·