ტრანსფერი გადაწყვეტილია - დონარუმამ ახალი კლუბი უკვე იპოვა

2 weeks ago 7

პსჟ-ს იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს სოციალურ ქსელში.

წყაროს ცნობით, გარიგების ღირებულებამ 39 მილიონი ევრო შეადგინა - ახალი კონტრაქტი კი ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიში“ 2030 წლამდე აკავშირებს.

დონარუმა პსჟ-ში 2021 წელს „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მისი კონტრაქტი საფრანგეთში მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, ფრანგულმა გრანდმა კი ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა.

სრულად წაკითხვა