ტრანსფერი დაიხურა - ეროვნული ლიგის ბომბარდირი კარიერას კადისში გააგრძელებს

1 week ago 6

Geo Team-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, იური ტაბატაძე, კარიერას ესპანურ „კადისში“ გააგრძელებს.

„იბერია 1999“-ის ლიდერი უკვე ესპანეთში იმყოფება, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია და მისი ოფიციალური გაფორმება მხოლოდ ფორმალობებზეა დამოკიდებული.

25 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში გამორჩეულად შედეგიანია – ეროვნული ლიგის 22 ტურის შემდეგ 11 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ტაბატაძემ „იბერია 1999“-ის შემადგენლობაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის როლი შეითავსა და არაერთი მატჩის ბედი განსაზღვრა.

სრულად წაკითხვა