ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

4 hours ago 2

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება”. – თქვა ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის პრემიერის თქმით, ოთხი აეროპორტის დახურვა არ იყო გამოწვეული თავდასხმის საფრთხით, არამედ ეს იყო იძულებითი ზომა, რომელიც ნაკარნახევი იყო მფრინავების ოპერატიული საჭიროებით.

“სიტუაცია სერიოზულია. არავის არ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ სხვადასხვა სიტუაციებისთვის. პირველი გამოცდა ჩაბარებულია. ასეთი შემთხვევებისთვის მომზადებული გეგმები მუშაობს. ცხოვრება გაგრძელდება ნორმალურად. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას ყველა მოვლენის შესახებ. არ არსებობს საფუძველი ისეთი შეზღუდვებისთვის, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას გაართულებდა”. – თქვა ტუსკი.

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

სრულად წაკითხვა