“ტყიბულის წერაქვი გაკვეთს რეჟიმის ტყვეების საკნებს” – აქცია ტყიბულში

2 days ago 3

“ტყიბულის წერაქვი გაკვეთს რეჟიმის ტყვეების საკნებს” – ამ სლოგანით ტყიბულში მეშახტეების აქცია გაიმართა.

ტყიბულში საქნახშირმა 38 მეშახტე გაათავისუფლა 2024 წლის დასასრულს. ზოგიერთი მეშახტე მიიჩნევს, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

დღეს ტყიბულში სოლიდარობის გამოსახატავად თბილისიდანაც ჩავიდნენ მოქალაქეები. მათ შორისაა რეჟსორი დათა თავაძეც:

“დღეს ტყიბულელ მეშახტეებთან ვართ! ერთად ვიბრძვით საერთო მიზნისთვის – მზურნველი სახელმწიფოსთვის”, – წერს ის და აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს:

სრულად წაკითხვა