WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ტყუილიც არის და ტყუილიც! ეს რაღაცა ახალი კამპანიაა რომ ყველას დაგვაბრალონ რუსეთში კონცერტი?” – გიორგი უშიკიშვილი ირაკლი ჭეიშვილზე

დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მომღერალ გიორგი უშიკიშვილზე აცხადებს, რომ მან 2012 წელს რუსეთში კონცერტი გამართა, რასაც ბრალდების ადრესატი ხსენებული ფაქტის უარყოფით ეხმაურება:

ეს ადამიანი როგორც მითხრეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ყოფილა 2024 წლამდე და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემზე წერს 2012 წელს პეტერბურგში კონცერტი ჰქონდაო😄🤦🏻

ტყუილიც არის და ტყუილიც! ეს რაღაცა ახალი კამპანიაა რომ ყველას დაგვაბრალონ რუსეთში კონცერტი?

ინფორმაციისთვის, 2002 ან 2003 წლის შემდეგ რუსეთში საერთოდ არ ვყოფილვარ. გადაამოწმეთ ინფორმაცია სადაც გნებავთ🤦🏻“, – წერს გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ინფორმაციისთვის – ირაკლი ჭეიშვილმა დაწერა:
2012 წელს პეტერბურგში, რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! ეხლა რომ იაფ ფასიან პერფორმანსებს დგამ. სინამდვილეში არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ“.

“ტყუილიც არის და ტყუილიც! ეს რაღაცა ახალი კამპანიაა რომ ყველას დაგვაბრალონ რუსეთში კონცერტი?” – გიორგი უშიკიშვილი ირაკლი ჭეიშვილზე
პარალელი