უარი დიდ ჩინურ ფულს - რა გადაწყვეტილება მიიღო ბუდუ ზივზივაძემ

14 hours ago 2

ბუდუ ზივზივაძე საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ პირველ არხთან ინტერვიუში ფორვარდზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ბუდუს ჩინეთიდან იწვევენ, ფეხბურთელის მიზანი ევროპის ტოპ ლიგაში თამაშია:

"ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ახლავე უნდა კონტრაქტის გაფორმება. ბუდუს ჩინეთის კლუბიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში ჩვენი სააგენტოს მენეჯერს შეხვდნენ. ჩინელები საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაგრამ ბუდუს ევროპის ტოპ ჩემპიონატში თამაში სურს, რადგან ამით სანაკრებო კარიერაზე ფიქრობს. ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სად ითამაშებს.

ვფიქრობთ, რა იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან აჩქარება და გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება დაუშვებელია. ბუდუ „კარლსრუეში“ თავს კარგად გრძნობს, რომელსაც თავად აქვს ბუნდესლიგაში დაწინაურების რეალური შანსი და ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია“, - თქვა ლაშა ოდილაძემ.

სრულად წაკითხვა