უარი თურქ დიჯეის თბილისში კონცერტზე

ტექსტის ზომა 100%
უარი თურქ დიჯეის თბილისში კონცერტზე
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

უარი თურქ დიჯეის თბილისში კონცერტზეცნობილი თურქი დიჯეის ბერატ მერთ დემირის თბილისში 25 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. ამის მიზეზი აგვისტოში ოკუპირებულ სოხუმში ჩატარებული კონცერტი გახდა.

გიგა ბენია, ჟურნალისტი:

“გვამცნობენ, რომ ეს თურქი დიჯეი თურმე პირველად ჩამოდის საქართველოში. ბერატ მერთი რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა. აფხაზეთი საქართველო აღარაა? ოკუპაციის შესახებ კანონი გავაუქმეთ?”

ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც კონცერტის გაუქმების შესახებ განაცხადეს:

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციისა და შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიების გაუქმება გადავწყვიტეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო პრობლემა და სიტუაციის შემდგომი გართულება. ბილეთების შეძენაში გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის და დიდი მადლობა ინტერესისა და მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სასიამოვნო ღონისძიებაზე შევხვდეთ ერთმანეთს. მადლობა გაგებისთვის.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS