ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის “სქ­რი­ნებ­საც” აქ­ვეყ­ნებს.

,,კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა – საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

წინა პოს­ტში გა­გი­ზი­ა­რეთ ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი სქ­რი­ნე­ბი 34-ე ტო­მი­დან, და რას ვხე­დავთ იქ?

29-30 სექ­ტემ­ბე­რი – თავ­დას­ხმამ­დე.

ეს არის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა.

ნია ამ სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ალექ­სან­დრე ამ­ბობს:

„ძლივს და­ვა­ჯე­რე რომ არა­ფერს არ ვა­პი­რებ“

შემ­დეგ:

„ანუ ამან არ უნდა გა­ი­გოს არა­ფე­რი “ ვაფ­შე.

„არა­ფე­რი“

ანი:

„მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“

ალექ­სან­დრე ნიას მე­გო­ბარს სთხოვს, ნიას უთხრას, თით­ქოს:

„ვი­თომ პროს­ტა და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვსო იმ მა­თე­მა­ტი­კას“

ამა­ვე სა­უ­ბარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ნიამ რო “ცემა-ტყე­პა გა­ი­გოს ” ალექ­სან­დრეს და­შორ­დე­ბა.

უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი და და­ფიქ­რდით: თუ ნიამ ალექ­სან­დრე გი­გას ცე­მის­თვის წა­ა­ქე­ზა – რა­ტომ უმა­ლავ­და ალექ­სან­დრე ნიას, რომ ცე­მას აპი­რებ­და?

თუ ნია იყო „წამ­ქე­ზე­ბე­ლი“ – რა­ტომ და­ა­ჯე­რა ალექ­სან­დრემ, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და?

თუ ნია ითხოვ­და ძა­ლა­დო­ბას – რა­ტომ ეუბ­ნე­ბა მე­გო­ბარს, რომ ნიამ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გოს?

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიას სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და – რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნია გაბ­რაზ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა ალექ­სან­დრეს და­შო­რე­ბო­და?

და რა­ტომ წე­რია თავ­დას­ხმამ­დე: „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“?

რას ამ­ბობს კა­ნო­ნი „წა­ქე­ზე­ბა­ზე“? – სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-ე მუხ­ლი ამ­ბობს: „წამ­ქე­ზე­ბე­ლია ის, ვინც და­ი­ყო­ლია სხვა პირი გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.“

სწო­რედ ამი­ტომ ვსვამთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას:

  • სად არის და­ყო­ლი­ე­ბა? – გვაჩ­ვე­ნეთ ნიას სი­ტყვე­ბი.
  • რა უთხრა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.
  • რა და­წე­რა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი მი­თი­თე­ბა.
  • რა მოს­თხო­ვა ალექ­სან­დრეს? – ამ მი­მო­წე­რა­ში კი­დევ ერთი რამ გვხვდე­ბა.

ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­სტრად წარ­მო­უდ­გი­ნეს, ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც: „ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ მოკ­ლავს.“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში იწე­რე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ეს არ და­წე­რი­ლა ნიას და­სა­ცა­ვად , არ და­წე­რი­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, არ და­წე­რი­ლა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ – ეს იყო პი­რა­დი სა­უ­ბა­რი ტრა­გე­დი­ამ­დე, რო­დე­საც არა­ვის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რა ელო­დათ წინ.