მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადავიდა, დღემდე ქართველმა ფეხბურთელმა თუ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, იმ თამაშში მისი გუნდი არასდროს დამარცხებულა!
როცა კვარამ ან საგოლე პასი გააკეთა ან გაიტანა, ასეთი 46 მატჩი მოგროვდა, საიდანაც მისმა გუნდებმა, ანუ ნაპოლიმ და პარი სენ-ჟერმენმა ჯამში 42-ჯერ გაიმარჯვეს, 4-ჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კვარას საგოლე მოქმედება წაუგებლობის ბილეთს იძლევა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა ეს სტატისტიკა სიმართლეს შეესაბამება - თუ კვარა შეტევაში სტატისტიკას იუმჯობესებს, მაშინ მისი გუნდი უბრალოდ არ აგებს!
შენიშვნა: სტატისტიკაში მხოლოდ ოფიციალური საკლუბო შეხვედრები ითვლება.