უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამის ინსტრუქტორების ვიზიტი თბილისში

6 hours ago 2

უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამის (CORE) ინსტრუქტორები, ომარ პაშაევი და სირილ გრენგორი 7-9 მაისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დინამო თბილისი - თელავის მატჩს დაესწრნენ, სადაც ქართველ არბიტრებს, კობა რევაზაშვილს და გიორგი გოგოხიას აკვირდებოდნენ, რომელთა მენტორებიც შვეიცარიაში ჩატარებული CORE-ის კურსზე იყვნენ. ქართველი მსაჯები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 25-მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით შვეიცარიაში იმყოფებოდნენ.

უეფას ინიციატივით, კურსდამთავრებულ მსაჯებს ინსტრუქტორებს ადგილობრივი ჩემპიონატების მატჩებზე აკვირდებიან სამომავლო განვითარების შეფასების მიზნით.

gff.ge

სრულად წაკითხვა