უიღბლობა გრძელდება - პსჟ-ს ლიდერები დიდი ხნით გამოაკლდა

9 hours ago 3

„პარი სენ-ჟერმენს“ ორი მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელი გამოაკლდა. უსმან დემბელემ და დეზირე დუემ დაზიანება რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ნაკრებში მიიღეს.

უკრაინის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში დუე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენებაზე ტრავმის გამო შეცვალეს. მისი ადგილი სწორედ დემბელემ დაიკავა, თუმცა შეხვედრის მიწურულს პსჟ-ს მეორე ფეხბურთელმაც კუნთის პრობლემის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

ფრანგული მედიის ცნობით, განსაკუთრებით სერიოზულია დემბელეს მდგომარეობა. RMC Sport-ის ინფორმაციით, ის დაახლოებით 5–6 კვირას გამოტოვებს, მაშინ როცა დუეს დაბრუნება სავარაუდოდ 3–4 კვირაში იქნება შესაძლებელი.

ლუის ენრიკეს გუნდს უახლოეს პერიოდში რთული კალენდარი ელის. 14 სექტემბერს „ლანსთან“ გამართავს ლიგის შეხვედრას, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს, სადაც პირველ ტურში იტალიურ „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

მიუხედავად დანაკლისისა, ხვიჩა კვარაცხელიას როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზრდება.

ყოველივე ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ გუნდს ლიდერები მარსელთან (21 სექტემბერს) მატჩშიც დააკლდებიან და ბარსელონასთან (1 ოქტომბერს) გასამართ შეხვედრაშიც.

სრულად წაკითხვა