“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილი რეალობისა და “ქართული ოცნების” მდგომარეობის შეფასებას ახდენს, ამასთანავე საზოგადოებას მეტი აქტიურობისა და ორგანიზებულობისკენ მოუწოდებს:
“მეგობრებო, არ არის ქოცების მდგომარეობა მარტივი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში (ნუ, ღმერთმა გვაშოროს ქოცობა):
1. ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს.
2. ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს: არც ხალხი და არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს.
3. აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი „წადი“-ს გეძახიან.
4. არბევ აქციებს, რომ ხალხი დააშინო, და უკუშედეგი გაქვს: უფრო გაბრაზებული, უფრო მეტი ადამიანი მოდის.
5. გყავს ფულით დაქირავებული 4 ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის. რატომ? ამათ „ბიძინა, ფულიანი და ძლიერი“ სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ.
6. და ყველაზე მთავარი: არ გაქვს მორალური უპირატესობა. ყოველ დღე, ერთი კაცის აკვიატების გამო, ცემ და არბევ შენს ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავის შვილებს, ალბათ, შენს შვილსაც. საზოგადოებიდან კი არა საკუთარ ოჯახშიც უფორო და უფრო იზოლირებული ხდები ვერ ხსნი რას იცავ რატომ იქეცი სხვის მოძალადე იარაღად.
როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას?
ამიტომ, არანაირი ნიჰილიზმი და უიმედობა! მაგარი შვილები დაზარდა საქართველომ. ახალი დიდგორი და გამარჯვება ახლოსაა. საჭიროა მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი ორგანიზებულობა, მეტი გაბედულობა, მეტი ენერგიულობა!
რადგან არ ვიცით, სხვა ასეთი მომენტი როდის დადგება და ეხლა სადაც ვართ ესეც კი სანატრელი გაგვიხდება! ამიტომ უკან გზა უნდა ჩავხერგოთ ფიქრშიც კი და მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური