უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა – საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს (ვიდეო)

1 month ago 59
Video grab

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფ უცხოელთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილს კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნა იძულების წესით დაატოვებინეს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის, ჯამში, 33 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა