Octagon Pulse-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. გარდა ამისა, გამოცემა თარიღის შესახებაც კი წერს:
დაპირისპირების ჩანიშვნას ხელი უკვე ორივე მებრძოლმა მოაწერა. ბრძოლის შესახებ ოფიციალურად UFC 318-ზე, შემდეგ კვირაში გამოცხადდება. რაც შეეხება ბრძოლის თარიღს, მერაბი და კორი ერთმანეთს 4 ოქტომბერს, ლას ვეგასში შეხვდებიან. ბრძოლა UFC 320-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
- წერს გამოცემა.
სავარაუდოდ, Octagon Pulse-ის ინფორმაცია სიმართლეა, რადგან მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ თავადვე დააანონსა, რომ მომდევნო ბრძოლის შესახებ სიახლეებზე მალე დაიწყებდა საუბარს.