გასულ ღამეს, მოსკოვზე დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.
ბოლო ცნობებით, დაღუპილია 2 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 337 დრონი მოიგერიეს, მათ შორის ყველაზე მეტი – 126 კურსკის ოლქში, მოსკოვის ოლქში კი 91.
დრონებით შეტევის შედეგად ჯამში 10-მდე ადამიანია დაშავებული, ასევე დაზიანებულია 20 ავტომობილი.