WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 12 ნოემბერს დაადასტურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიასაშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შესახებ.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, 30 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით შეტევა მიიტანეს რუსეთის ყველაზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ხუთეულში მყოფ:

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები გაეროს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზებით, მომავალშიც გააგრძელებენ სისტემური ზომების მიღებას, რათა რუსეთს აიძულონ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.