უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი 8 სექტემბერს გაიწვია.

სიბიგას თქმით, ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობა.

გაწვევის ფაქტს 9 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჯერად, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, წარმომ,ადგენლის გაწვევა პოლიტიკური აქტი არ არის:

“ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.