რუსეთის მხარეს მებრძოლი სულ ცოტა 3 589 უცხოელი დაიღუპა უკრაინასთან ომში, BBC-ს მიერ შეგროვილი მონაცემებით ესენი არიან 40-ზე მეტის ქვეყნის მოქალაქეები, ეკვადორიდან და აშშ-დან დაწყებული, ვიეტნამითა და შრი-ლანკით დამთავრებული.
დაღუპულთა სახელობით სიაში, რომელსაც BBC-ის რუსული სამსახური, გამოცემა Mediazona-სთან და მოხალისეთა გუნდთან ერთად აღნუსხავს, ამჟამად 233 033 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელს შეიცავს.
მათგან 1285 უცხო ქვეყნის მცხოვრები იყო, რომელთა დაღუპვის დადასტურება BBC-მ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლო. ესენია მთავრობის ანგარიშები, ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში ან საფლავებისა და სამხედრო მემორიალების ფოტოები.
რუსეთის მხარეს მებრძოლო 2 304 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 2024 წლის აგვისტროში კურსკის ოლქში შეჭრის დროს. BBC-ის კორეულმა სამსახურმა მათი რაოდენობის დადგენა შეძლო ფხენიანის მემორიალის თანამგზავრული და ოფიციალური ფოტოების შესწავლის გზით.
ვარაუდობენ, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი დაღუპული უცხოელების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. სიის შედგენისას "არ გამოგვიყენებია უკრაინის მონაცემები ან დასავლური დაზვერვის პუბლიკაციები", - წერს BBC.
რუსეთის მხარეს მებრძოლი უცხოელების საერთო რაოდენობა, ცოცხლად გადარჩენილების რაოდენობის გათვალისწინებით, რამდენჯერმე მეტია.
ნატოში მიაჩნიათ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში იბრძვის 44 ქვეყნის წარმომადგენელი, დაახლოებით 24 ათასი უცხოელი. ამის შესახებ ალიანსის ანკარის სამიტზე განუცხადა ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს რუსულ სამსახურს.
მისი განმარტებით, უმეტესი მათგანი აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. რომელთა ნაწილმაც კონტრაქტი ნებაყოფლობით ნაწილმა და იძულებით გააფორმა.

2 weeks ago
37







English (US) ·
Georgian (GE) ·