უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა

3 hours ago 1

რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანის საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის მხარეს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადაეცა 5 ივლისს SOCAR-ის კუთვნილ საწვავის გასამართ სადგურზე, რომელიც უკრაინის ნიკოლაევის ოლქიში მდებარეობს, დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო.

შეხვედრისას აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე გაიხსენა ადრე ოდესაში მდებარე ნავთობის ბაზასა და გაზგამანაწილებელ საკომპრესორო სადგურზე განხორციელებული იერიშები და ელჩის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ თავდასხმებმა კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა, ხოლო თანამშრომლებს შორის დაშავებულებიც იყვნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავდასხმების გაგრძელება მიუთითებს, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამავე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევიში და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობა ხარკოვში.

აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა ყველა მომხდარ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება.

SOCAR Energy Ukraine-ის ინფორმაციით, 5 ივლისს საღამოს ნიკოლაევის ოლქში მდებარე კომპანიის ობიექტს დრონი დაესხა თავს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ზარალის მასშტაბი ამჟამად დგინდება.

სრულად წაკითხვა