უკრაინაში ომის დასრულებისთვის ბიძგის მისაცემად ტრამპმა პუტინს შესაძლოა ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა შესთავაზოს - The Telegraph

1 week ago 10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ალასკის იშვიათ მიწათა მინერალების ათვისებაზე წვდომა შესთავაზოს, რათა ბიძგი მისცეს უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.

The Telegraph-ის წყაროთა თანახმად, ტრამპმა პუტინს შესაძლოა, შესთავაზოს რუსეთის საავიაციო სფეროსთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაც.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პრეზიდენტების შეხვედრის წინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი იკვლევს, რა ეკონომიკური კომპრომისებია შესაძლებელი რუსეთთან, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.

სრულად წაკითხვა