უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღარო პოკროვსკზე რუსეთის იერიშის წინ

4 hours ago 1

შეტევაში მყოფი რუსეთის ჯარების მოსალოდნელი იერიშის წინ უკრაინის არმიამ ააფეთქა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მახლობლად მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვანახშირის მაღარო. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი"წერს.

მაღარო, რომელშიც კოქსის ნახშირს მოიპოვებდნენ, ნედლეულით მეტალურგიულ წარმოებას უზრუნველყოფდა.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსის" მასალაშია აღნიშნული, მისმა დახურვამ შესაძლოა ქვეყანაში ფოლადის წარმოება გაანახევროს. 2023 წელს მაღარომ 3.2 მილიონი ტონა ნახშირი აწარმოვა.

ზაფხულში ქვანახშირის წარმოება თითქმის მესამედით, დღეში 7000 ტონამდე შემცირდა. დეკემბრის შუა რიცხვებში, მაღარო დღეში 2000 ტონა ნახშირს აწარმოებდა. დეკემბრის შუა რიცხვებში, მაღაროში მუშაობა შეუძლებელი გახდა მუდმივი დაბომბვისა და ენერგიის დეფიციტის გამო.
რუსეთის არმიის დაბომბვის გამო, უკრაინელ მაღაროელები შახტაში მიწისქვეშა გვირაბებით შედიოდნენ და უკან კონვეიერის ლენტებზე ჩამომჯდარები ბრუნდებოდნენ.

უკრაინის სამხედრო სარდლობა შიშობდა, რომ რუსეთის არმიას შეეძლო ზურგიდან შემოევლო უკრაინელთა პოზიციებისათვის და ზურგიდან დაერტყა მათთვის. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, უკრაინელმა სამხედროებმა მაღარო დანაღმეს და 20 დეკემბერს ააფეთქეს. ასაფეთქებელი ნივთიერებები დაამონტაჟეს ასევე ორ სხვა მაღაროში, რომლებიც უკრაინის არმია აკონტროლებს. მაგრამ უცნობია ააფეთქეს თუ არა ისინი.


რუსეთის არმის ქალაქ პოკროვსკიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება და ცდილობს გარს შემოუაროს მას. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი დონეცკის რეგიონის დარჩენილ ნაწილში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ლოგისტიკით უზრუნველყოფს.

სრულად წაკითხვა