უკრაინელმა სამხედროებმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს

12 hours ago 6

1 ნოემბერს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა განახორციელეს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში.

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, დაზიანებულია ფედერალური მნიშვნელობის საზღვაო სავაჭრო პორტის ნავთობის ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ტუაფსეს ყურეში:

"თავდაცვის ძალები კვლავაც იღებენ ყველა ზომას, რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის ძირის გამოსათხრელად და რუსეთის იძულებისთვის, რომ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია".

უპილოტო საფრენი აპატარებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ტუაფსეს პორტში ხანძარი გაჩნდა. "უკრაინსკა პრავდას" წყაროების თანახმად, თავდასხმაში ჩართულები იყვნენ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები, გამოყენებული იყო სპეცოპერაციების ცენტრ "ალფას" უპილოტო საფრენი აპარატები.

სრულად წაკითხვა