უკრაინის არმიამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩს დაარტყა

2 weeks ago 6

6 დეკემბრის დილით უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქერჩს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ტელეგრამის არხის „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“ არეალში.

“კრიმ.რეალიის“ მკითხველებმაც დაადასტურეს აფეთქებები. როგორც აღნიშნავენ, სამი აფეთქება მოხდა 10-20 წუთიანი ინტერვალებით, მათგან ორის ხმა მორტყმისას ჰგავდა, ერთი საჰაერო თავდაცვის მოქმედებას.

პირველი აფეთქება დილის შვიდ საათზე მოხდა. შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყირიმის ხიდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6 დეკემბრის ღამით ანტისაჰაერო თავდაცვამ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდო უკრაინის ერთი დრონი. ამას გარდა შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის ორი საზღვაო დრონი, რომლებიც ნახევარკუნძულს უტევდნენ. უკრაინის მხარეს ამ ინფორმაციის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია. სულ, რუსეთის მხარის თანახმად, მისმა ანტისაჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში გაანადგურა 33 დრონი.

სრულად წაკითხვა