უკრაინის ოდესის ოლქზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

2 hours ago 3

13 ივლისს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. რუსეთმა ერთ-ერთ სამიზნედ ჩერნომორსკის პორტი დაასახელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, ჩერნომორსკში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და საწვავისთვის იყენებდნენ.

მანამდე, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით რამდენჯერმე გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთის ჯარებმა რაკეტები და დრონები გაუშვეს ოდესის ოლქის, მათ შორის ჩერნომორსკის მიმართულებით.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციას და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ჩერნომორსკის პორტზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის მიერ 13 ივლისს დილით სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი და ავტოსატრანსპორტო საწარმო, სადაც ავტობუსები დაიწვა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა