WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ „სპეცოპერაციას“ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოაშკარავების მიზნით.

ამ შინაარსის მოკლე ცნობა 19 აგვისტოს დილით გაავრცელა ანტიკორუფციულმა ბიურომ. მან მხოლოდ ის დააზუსტა, რომ ორგანიზაცია პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებს.

დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემის „უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა ცნობით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ირინა მუდრასთან და დეპუტატ ვადიმ სტოლართან, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულია დღეს უკვე აკრძალული პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“.

ინფორმაცია განახლდება.