უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ყირიმში დაარტყეს რუსეთის სამხედრო აეროდრომს

2 hours ago 4

უკრაინამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევის სამიზნედ დაასახელა სამხედრო აეროდრომი „საკი“, სადაც დისლოცირებულია რუსული არმიის გამანადგურებლები.

ამ რაიონში აფეთქებები 30 ივნისიდან 1 ივლისის ღამით იყო.

1 ივლისს დღისით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დრონებით „წარმატებით დაარტყეს“ აეროდრომის ანგარებს და „დადასტურებულია ხუთი მოხვედრა“. წინასწარი მონაცემებით, დარტყმის მომენტში ორ ანგარში იმყოფებოდნენ გამანადგურებლები Су-30 და Су-30СМ.

აეროდრომ „საკისთან“ მასშტაბური ხანძრის შესახებ თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით 1 ივლისს დილით წერდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს აეროდრომი ყირიმის საკის რაიონში, დაბა ნოვოფიოდოროვკაში მდებარეობს. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა აეროდრომზე განათავსა 43-ე საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკი.
  • „საკი“ ადრეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 1 ივლისს განაცხადა, რომ აეროდრომ „საკის“ დაარტყეს რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.

  • უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს 25 ივნისს დაუმტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“. ზელენსკის თანახმად, ოპერაციის მიზანია აგრესორ სახელმწიფოს ომის დასრულებისკენ უბიძგონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აეროდრომ „საკიზე“ შეტევის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია. 1 ივლისს დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციის მიხედვით, გასული ღამიდან დილის რვა საათამდე რუსეთის 16 რეგიონში და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 179 უკრაინული დრონი.

სრულად წაკითხვა