WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში, სადაც 7 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ მრავალბინიანი სახლი გაანადგურა.

რეგიონის პოლიციის ინფორმაციით, დღის პირველი საათის მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

დაშავებულია 50-მდე, მათ შორის 7 ბავშვი.

მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, 7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქალაქ პრილუკიში დაარტყეს რაკეტების მწარმოებელ საწარმო „პლასტმასს“.

ფორუმი