10
უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევებს განაგრძობს. სამიზნეებს შორის კვლავ ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია – 13 სექტემბრის ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საწარმო რუსეთის სამხედრო ძალების საწვავით მომარაგებას ემსახურება.
ბოლო პერიოდში უკრაინის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობტერმინალებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც სისტემატურად უტევენ. რამდენიმე დღის წინ დრონებით შეტევა განხორციელდა ნოვოროსიისკის საწვავის ტერმინალზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა.
საერთაშიროსო alia.ge