UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა შარაბუტდინ მაგომედოვმა უმარ ნურმაგომედოვი-მერაბ დვალიშვილის ჩხუბზე ისაუბრა.
"უმარს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მერაბი კარდიო მანქანაა, რომელიც დიდ ზიანს ვერ გაყენებს. ვფიქრობ, ქართველი ადრე უფრო სანახაობრივად ჩხუბობდა, ახლა კი მხოლოდ ტიტულის დაცვაზეა ოირენტირებული და აღარ რისკავს.
უმარს ხელი იმან შეუშალა, რომ ზოგადად ორთაბძოლებს ძალიან სერიოზულად ეკიდება და ამით თავის თავს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა
", - განაცხადა შარამ.