"უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზადაა!" - პრემიერ ლიგის საიტი გიორგი ჩაკვეტაძეზე

1 day ago 2

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი გიორგი ჩაკვეტაძეზე საქებარ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ქართველი მოთამაშე ინგლისის უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ უკვე მზად არის.

25 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად „უოტფორდში“ გამოდის, პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ფეხბურთელი ბურთს იღებს, „უოტფორდის“ გულშემატკივარზე შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ფეხბურთელი შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩევა და მოწინააღმდეგე მცველებს იოლად ატყუებს, შეტევების დასკვნით ფაზაში თამაშს კი თანდათან აუმჯობესებს.

ჩაკვეტაძემ, რომელიც უფრო გამთამაშებელია, ვიდრე ბომბარდირი, მიმდინარე სეზონში 57 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ინგლისის ჩემპიონშიფში საუკეთესო შედეგია. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მარცხენა ფლანგზე ან ათ ნომრად თამაშობს, დივიზიონში საკვანძო პასებითაც ლიდერობს – მის ანგარიშზე 45 ასეთი გადაცემაა. აღსანიშნავია სტანდარტულ მდგომარეობებში მისი მონაწილეობაც.

ჩაკვეტაძე შრომისმოყვარე და გუნდური მოთამაშეა, რომელიც პრესინგშიც აქტიურად მონაწილეობს. საგოლე მომენტების შექმნის ჯადოსნური უნარი მას უნიკალურ ტალანტად აქცევს და გასაკვირი არ არის, რომ მისი შეძენით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან.

ნიჭიერებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩაკვეტაძე უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზადაა.

- წერია სტატიაში.

სრულად წაკითხვა