ერთი წლის წინ, ქართველი სპეციალისტი, ლევან კორღალიძე ყაზახურ ჟენისში მუშაობდა, თუმცა კლუბმა ახალგაზრდა მწვრთნელი თანამდებობიდან 8 ტურის შემდეგ გაათავისუფლა.
მას შემდეგ კორღალიძე იბერიას მწვრთნელი გახდა და გუნდთან ერთად ეროვნული ლიგაც მოიგო, ყაზახური გამოცემა კი წერს, რომ ჟენისმა მისი გაშვების გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო.
სულ რაღაც ერთი წლის წინ, ლევან კორღალიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში მუშაობდა და ცდილობდა, დედაქალაქურ ჟენისს თანამედროვე ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ ქართველი სპეციალისტი ცხრა ტურის შემდეგ თანამდებობიდან გაუშვეს.
სამშობლოში დაბრუნებულმა კორღალიძემ პირველივე სეზონში თბილისის იბერია საქართველოს ჩემპიონი გახადა. შემტევი ფეხბურთი, აქცენტი ახალგაზრდებზე და სტაბილური შედეგები – ამ ყველაფერმა მას საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოუტანა. ახალ სეზონში მისი გუნდი კვლავ ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება.
ამ წარმატებების ფონზე ჟენისის გადაწყვეტილება მწვრთნელთან დაშორების შესახებ, სულ მცირე, ნაჩქარევად გამოიყურება. უფრო მეტიც, მისმა მემკვიდრემ, ბერძენმა აკის ვავალისმა რვა ტურში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ მოახერხა.
- წერს ყაზახური Goal.kz.