ამ წუთებში ვრცელდება პოპულარული ანალიტიკური ცენტრის, Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით.
ხელოვნურმა ინტელექტმა კლუბები იმის მიხედვით დაალაგა თუ რომელ მათგანს აქვს ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი, რომელსაც 1/4-ფინალში მეტოქედ ასტონ ვილა ერგო, დარჩენილ 8 გუნდში მე-2 ადგილზე გავიდა და ისინი მხოლოდ ჰანსი ფლიკის ბარსელონას ჩამორჩებიან!
სუპერკომპიუტერმა პარიზს მოგების 19.3% მიანიჭა, ბარსელონას კი 23.1% აქვს.
ნახეთ ფოტო