ხელოვნების სასახლეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა. Tripadvisor-ის მილიონობით მოგზაურის შეფასებით მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე დათვალიერებად საუკეთესო 10 %-ში მოხვდა.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი:
“ამ ჯილდოს მოპოვებას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, რაც ყველაზე მთავარია, ის სამართლიანი შეჯიბრებითობის და ნამდვილი გამოხმაურებების პრინციპს ეყრდნობა… მაშ ასე! ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე დათვალიერებად საუკეთესო 10 %-ში მოხვდა! დიახ, დიახ არ მოგესმათ, მსოფლიოს მასშტაბით… ეს გამარჯვება კი Tripadvisor-ის მილიონობით მოგზაურის შეფასებებს ეყრდნობა. Tripadvisor კი მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი პლატფორმაა…
ვულოცავ მთელს მუზეუმს. ეს გამარჯვება ჩვენი გუნდის ყველა წევრის – დაწყებული დამლაგებლებით, დამთავრებული მოადგილეებით – დამსახურებაა. დიდი მადლობა ჩვენს დამთვალიერებლებს, მადლობა ყველა კეთილი სიტყვისათვის, ყველა დადებითი გამოხმაურებისათვის.”