1
“გალ მედია“ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, თავის სიუჟეტში, ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე ჰყვება. როგორც ირკვევა, ოჯახში, სამძიმარზე აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მივიდა.
“იმის გამო, რომ ბავშვები მონათლულები არ იყვნენ, ოჯახი ღელავდა, შეიძლებოდა თუ არა წესის აგება,“ – ამბობს ჟურნალისტი.
როგორც ბესარიონ აპლიამ აღნიშნა, უდიდესი ტრაგედია ადამიანურად ძნელი გადასატანია, თუმცა მცირეწლოვნების სული უფალს აბარია.
“სამწუხაროა, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უფალი მათ აუცილებლად მიიღებს,“ – განაცხადა მღვდელმსახურმა.