უნაი ემერი: "ვილა პარკზე ძალიან ძლიერები ვართ"

1 day ago 5

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში უნაი ემერის ასტონ ვილამ საშინაო კედლებში საკმაოდ ძლიერი ნოტინგემ ფორესტი 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ესპანელმა მწვრთნელმა მედიასთან თქვა, რომ გუნდი ვილა პარკზე შესანიშნავად გამოიყურება და ბირმინგემელები ასევე გაგრძელებას აპირებენ.

ჩვენს საშინაო კედლებში თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. ფეხბურთელები ემოციებს ქომაგებს გადასცემენ და ისინიც ანალოგიურად გვპასუხობენ.


ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ როგორც პრემიერ ლიგასა და თასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც.

- თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილა ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს ხვდება.

სრულად წაკითხვა