უნგრელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლასლო მეზეში მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა - ადვოკატი

1 hour ago 4

თბილისში დააკავეს უნგრელი ჟურნალისტი და აქტივისტი, 26 წლის ლასლო რობერტ მეზეში.

როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა 5 აგვისტოს, 18:30 საათისთვის, მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე ჯერჯერობით სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს - მათ შორის ვერ იმაზე, ემუქრება თუ არა ექსტრადიცია ან გაძევება ჟურნალისტსა და აქტივისტს.

ადვოკატი მარიკა არევაძე, - რომელმაც პირველმა გაავრცელა მეზეშის დაკავების შესახებ ინფორმაცია, - წერს, რომ ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ლასლო რობერტ მეზეშის დაკავების საფუძვლებისა და მისი საქმის გარემოებების შესახებ შეკითხვებით.

უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ვინ არის ლასლო მეზეში

  • ლასლო მეზეში ხშირად ჩანს თბილისში მიმდინარე საპროტესტო, პრო-ევროპულ დემონსტრაციებზე.
  • სექტემბერში თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • იგი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მხარს უჭერდა პეტერ მადიარს, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულზე უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა.
სრულად წაკითხვა