და ქოცები ბევრად მეტი ბუნდოვანების შექმნას შეძლებდნენ, ისევ, და ბევრად მეტი ხალხი იქნებოდა, ვინც: “რატო არიან ქოცები ცუდი? – მითხარი აბა?! – დამარწმუნე!“ – არ თანამშრომლობამ – დააჩქარა ეგეც (ჩემი აზრით)
ზატო ახლა არის “ესენი ცუდია, კი. მარა აბა ვინ?!“
ხოდა შესვლის pros რა იყო? – ესენი გინდა ყოფილან იქ, სინამდვილეში, გინდა არ. გარეთ ეძახიან ისინი კლოუნებს ამათ და სცემენ – თუ შიგნით – აზრი?
და საერთაშორისო ამბავში, 100% არ იქნებოდა ის ერთმნიშვნელობა – რაც ეხლაა.
ეგ ერთმნიშვნელობა – ქმნის ცუდ განწყობას – ბიზნესების მხრიდან და აღარ შემოდიან – და ნელა მარა ზრდის აქ შეგნებას – რო ცხოვრება, ამათ ხელში, გაუმჯობესდა მარტო მათივე ელიტისთვის – ყველა სხვა ვიღუპებითო. რაც არი “შავით-თეთრზე“-ს ზრდა ისევ.
დალშე – სულერთია – 2 წელი “შედეგის ვერ დადების მერე“ – ასეც ვაგინებდით ამათ, და ისეც. რო შესულიყვნენ – ვიძახებდით ფულზე გაიყიდნენო, სკამებზე და ხელფასებზე, და რას მიაღწიესო?!
ხალხი ყოველთვის იპოვის როგორ იყოს მართალი – და როცა ვერ ერევა მთავარ და ნამდვილ მჩაგვრელს – როგორ დაერიოს ერთმანეთს – შენი ბრალიაო, არა შენი ბრალიაო.
სინამდვილეში იმათი ბრალია – მარა აბა ისენი არ გვისმენენ და? ზურა ჯაფარიძე კიდე – აგე, ეგერ დგას მარშზე, შენი აზრი ფეხზე არ კიდია, მიხვალ, ეჩხუბები, შეაჩვენებ, დატაგავ, და იცი რო წაიკითხავს.
ჩემი აზრით, მოკლედ, მაშინ არ-შესვლის pros ბევრად მეტი გამოდგა და საბოლოო გამონალექში – საბოლოოდ ამ რეჟიმის შეცვლის მხრივ, გინდა შესულიყვნენ ესენი, გინდა არა.
ჩაბეტონებული ავტორიტარიზმი – მიმავალი დიქტატურაში – მარცხდება მხოლოდ მისივე დიდი კატასტროფით, ან არაადამიანურად პოპულარული – სხვა ავტორიტეტით.
რო შესულიყვნენ პარლამენტში – ეს, მოქმედი პარტიები – იქ, დაბადებდნენ ასეთ ავტორიტეტს? – გამორიცხულია.
რო შესულიყვნენ – რეჟიმის საკუთარი შეცდომის შანსს გაზრდიდნენ? – ჩემი აზრით არა, ასე მეტი შანსია. ასე უფრო შავ-თეთრია ყველაფერი.
ამიტო საბოლოოდ – მაშინ, იმ დროს, არ შესვლა იყო 10/10 და დღეს “საქმე“ არც პარლამენტში გამოსდით მათ, არც გარეთ. ბუქსაობენ და იბუქსავებდნენ ორივე სცენარში (და ხალხი შეაჩვენებდათ ისედაც)
საერთაშორისო ამბავი კიდე “0 შედეგი“ არაა, რაღაც შედეგი მაინცაა.
დალშე მშვენივრად იცით – რო ქვეყანა ან დაიღუპა, ან სისტემა თვითონ მოიწყობს კატასტროფას. ან ბიძინა იტყვის – აღარ მიღირს ესო (და ამაში საერთაშორისო ამბავი ლამის მთავარია) – ან გამოჩნდება ისეთი ავტორიტეტი – რო ყველაფერი სულერთი იქნება, ვინ შევიდა პარლამენტში, ვინ არა – პუსტა-პუსტა იქნება ყველა სხვა ისედაც და ასედაც.
კი – ქვეყნები იღუპებიან, კი – ერები ქრებიან, კი – ამისგან გადარჩენის რამდენიმე პატარა შანსიანი გზაა მხოლოდ და “ნათელი მომავლის 4-ნაბიჯიანი კომბინაცია“ მაგ დროს არაა. ჩანს, მხოლოდ, გზა – საითაც უნდა იწვალო და იქნებ, თუ გაგიმართლებს, – გამოვიდეს რამე. ჩვენ კიდე სისულელეებზე ვჭამთ ერთმანეთს, ვითომ გაკვეთილია მაგ შესვლა/არ-შესვლაში რამე და რამეს “ვისწავლით“ ამით და “შემდეგზე“ გამოგვადგება.
ავტორიტარიზმი – მისი დაწერილი პროცენტებით პარლამენტში შესვლა/არ-შესვლით არ მთავრდება. Never did.
არც ერთმანეთისთვის სისულელეებზე და@მით – არ მთავრდება. ზატო 100 მაგალითი ვიცი – როცა ერთმანეთის და@მით დაიღუპა ოპოზიცია და მოკვდა ქვეყანა. ჩამოგითვალოთ?
ესაა მოკლედ ჩემი აზრი: მაშინ რო არ შევიდნენ – მეტი პლიუსი მოიტანა მაგან – ვიდრე მინუსი ჰქონდა. დღეს ამის გარჩევაში – 0 გაკვეთილია და წყალს ვნაყავთ. ხალხი ოპოზიციას მაინც აგინებდა ბიძინას 2 წელი ვერ-მოშორების მერე, – გინდა შესულიყვნენ, გინდა არ.
თუ ისევ გაყალბებულ არჩევნებს ჩაატარებს, ამ 10-ჯერ უარესი კანონებით – მერეც, გინდა შევიდნენ, გინდა არ, გინდა რაც გინდა ის ქნან. არასწორ ადგილას ვეძებთ გამოსავალს საერთოდ და ავტორიტარიზმის (და აწი უკვე დიქტატურის) დასრულების შანსებს.
ჭრელ-ჭრელა, გაშავებულ, აზელილ პარტიებს – პარლამენტიდან დაესრულებიოთ დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი – მაგალითს ვერ მომიყვანთ. პროსტა “ვისი ბრალია?“-ს ვეძებთ, ვითომ, – და ვითომ აი ის რო ექნათ, იქედან კლოუნადა სხვანაირი იქნებოდა. არადა ამაზე უფრო მეტს ვაგინებდით კიდე, IMHO.
რომელი პროცესი გახდის ყველაფერს მეტად შავ-თეთრს?
რომელი პროცესისას მეტი შანსია თვითონ დაიმართოს კატასტროფა ქოცებმა?
რომელი პროცესით მეტი შანსია ბიძინამ თქვას აღარ მიღირსო?
რომელი პროცესი, მეტი შანსია, დაბადებს უზომოდ პოპულარულ ავტორიტეტს?

1 week ago
34







English (US) ·
Georgian (GE) ·