WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
უნიკალური ფრინველი, დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა უნიკალურ ფრინველზე, – დიდი კოჭობა:

🟢❓ იცით თუ არა, რომ კავკასიონის მაღალმთიანეთში ბინადრობს გამორჩეულად შეფერილი, უნიკალური ფრინველი, დიდი კოჭობა Carpodacus rubicilla?

მისი ძირითადი ჰაბიტატი ალპურ სარტყელში არსებული ხეობები, ხრამები და მდინარეთა სათავეებია. თუმცა ზამთრის მკაცრი პირობების დადგომასთან ერთად, ფრინველი შედარებით დაბლობში ინაცვლებს და მდინარეთა ხეობებში არსებულ ქაცვის ბუჩქნარებს აფარებს თავს.

დიდი კოჭობის გადარჩენისა და გამოსაზამთრებლად განსაკუთრებულ, სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს მდინარე თერგის ხეობა. ქაცვის ბუჩქნარი მისთვის მთავარი თავშესაფარი და საკვები წყაროა:

ყოველწლიურად ამ ტერიტორიას ასობით ინდივიდი იყენებს ზამთრის პერიოდის გადასალახად.

მიუხედავად მცირე ზომისა, თავისი თვალისმომჭრელი შეფერილობისა და იშვიათობის გამო, დიდი კოჭობა წლიდან წლამდე იზიდავს უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორნითოლოგსა და ფრინველებზე დამკვირვებელს. ეს სახეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკო-ტურიზმისა და ველური ბუნების პოპულარიზაციაში.

უნიკალური ფრინველი, დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla)
პარალელი