უოკერის და დე ბრუინის შემცვლელები - კიდევ ვისი ყიდვა სურს სიტის

3 hours ago 1

როგორც იცით, კაილ უოკერმა მანჩესტერ სიტი იჯარის წესით დატოვა და 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე მილანში ითამაშებს.

გარდა უოკერისა, მომავალ სეზონში სიტის დატოვებასთან ახლოსაა კევინ დე ბრუინიც, რომელიც ფორმიდან აშკარად ამოვარდნილია და ასაკიც უკვე მკაფიოდ ეტყობა.

El Nacional-მა დაწერა, რომ მანჩესტერმა როგორც ერთი, ისე მეორე ფეხბურთელის შემცვლელს ჩაბი ალონსოს ბაიერ ლევერკუზენში მიაგნო.

საუბარია ჟერემი ფრიმპონგისა და ფლორიან ვირტსის შესახებ. სავარაუდოდ, სიტი მათ თაობაზე წინადადებას სეზონის დასრულების შემდეგ მოამზადებს.

სრულად წაკითხვა