"უოტფორდმა" ჩემპიონშიპში იმარჯვა | როგორ შეაფასეს ჩაკვეს ასპარეზობა?

4 hours ago 2

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა", ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურში შინ "სუონსი" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 27-ე წუთზე გატანილი გოლით, 1:0 სძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში გავიდა მოედანზე და მოედანი 83-ე წუთზე დატოვა. მისი თამაში 6,7 ქულით შეაფასეს.

გამარჯვებით "უოტფორდი" საერთო ჯამში 52 ქულას აგროვებს და ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე მყარდება. სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის მებრძოლ პლეი ოფის ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

გულშემატკივრები კი იმედს იტოვებენ, რომ ჩაკვეტაძის აქტიური თამაში და გუნდის მზარდი მონდომება სეზონის დასკვნით ეტაპზე "უოტფორდს“ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

სრულად წაკითხვა