იმის ფონზე, რომ დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის განახლებაზე კარგი არაფერი ისმის, ბაიერნმა ახალი ცენტრალური მცველის ძიება დაიწყო.
როგორც გერმანულ მედიაში წერენ, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კრისტალ პალასისა და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი, მარკ გეჰია, რომელსაც ზაფხულში ტრანსფერი ლივერპულის რიგებში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მოლაპარაკებები ბოლო წამს ჩაიშალა.
მარკ გეჰი 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და პალასის დატოვება უფასოდ შეეძლება, ბაიერნში კი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებში კლუბს კრისტალ პალასის ყოფილი მოთამაშე, მაიკლ ოლისე დაეხმარება, რომელსაც გეჰისთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.