მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქული გალათასარაი მილანს ემერსონ როიალის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.
როგორც ჩანს, იტალიური კლუბი უპირატესობას კაილ უოკერს ანიჭებს, რომელსაც მილანი მანჩესტერ სიტიდან სულ მალე დაიმატებს, ემერსონი კი გეზს თურქეთისკენ აიღებს.
ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ გალათასარაისა და მილანს შორის კონტაქტი უკვე შედგა, ახლა კი დეტალებზე მსჯელობა და მოლაპარაკებაა საჭირო.
ემერსონი მილანში 2024/2025 წლების სეზონის დასაწყისიდან თამაშობს.