ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში არსენალს დაუპირისპირდება.
ცოტა ხნის წინ, საპასუხო მატჩში არსენალმა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალ მადრიდი 1:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და უკვე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა პარიზელთა შემადგენლობაში, ისტორიას წერს – ის პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში თამაშობს.