ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი სომხეთში ვიზიტს გეგმავენ – Politico

1 hour ago 1

Skip to content

23.06.202623.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი შემდეგ კვირაში სომხეთში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემა წერს, რომ ეს ვიზიტი განიხილება, როგორც უმაღლესი დონის მხარდაჭერის სიგნალი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

Politico-ს შეფასებით, ვიზიტი ემთხვევა იმ ეტაპს, როდესაც ფაშინიანის მთავრობა ცდილობს განამტკიცოს სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შემობრუნება მოსკოვიდან დასავლეთისკენ და გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან.

„ეს იქნება გზავნილი იმისა, რომ ევროპა სომხეთის გვერდით დგას“, – განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთში უკანასკნელად მაისში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა